კონორ მაკგრეგორი გადაირია - ირლანდიელმა ავტობუსი დალეწა და ახლა დაკავებულია [VIDEO]

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში კონორ მაკგრეგორი დაკავებულია.

მაკგრეგორი ამჟამად ნიუ-იორკის პოლიციის 78-ე განყოფილებაში იმყოფება და აღსანიშნავია, რომ ირლანდიელი თავად მივიდა პოლიციაში, რომ ის დაეკავებინათ.

ეს ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ მაკგრეგორი ბრუკლინში ავტობუსს დაესხა თავს, სადაც UFC 223-ის მებრძოლები იმყოფებოდნენ.

მომხდარი ინციდენტის გამო მაკგრეგორს ბრალდება თავდასხმის სამი პუნქტით წაუყენეს, რომელიც განზრახ ქმედებებს ითვალისწინებს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ირლანდიელს დაღესტნელ მებრძოლთან, ხაბიბ ნურმაგომედოვთან სურდა საქმეების გარკვევა, რომელიც ავტობუსში იმყოფებოდა, თუმცა ტრანსპორტიდან არავინ გამოსულა და მაკგრეგორმა ავტობუსს სკამები, ნაგვის ურნები ესროლა და შუშები
ჩაამსხვრია. დაშავებულია რამდენიმე მებრძოლი.


რატომ სურდა მაკგრეგორს ხაბიბის ნახვა?
ხაბიბს და არტიომ ლობოვს შორის, რომელიც მაკგრეგორის მეგობარი და გუნდის წევრია, გარკვეული უთანხმოება არსებობდა. ხაბიბმა რუს მებრძოლს ერთი წლის წინ ნათქვამის გამო პასუხი მოსთხოვა (თუმცა აქამდე არაერთხელ შეხვედრია) და ლობოვს ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე დაახლოებით 10 კაცთან ერთად შეხვდა, სადაც მას ფიზიკურად შეეხო (კეფაში ამოარტყა), ხოლო მაკგრეგორმა მეგობრის გამო შურისძიება სცადა. ლობოვმა პასუხის გაცემა არ ისურვა, რადგან ეშინოდა, ბრძოლიდან არ მოეხსნათ, თუმცა ეს მაინც მოხდა, რადგან ის მაკგრეგორთან ერთად იმყოფებოდა, როცა ის ავტობუსს დაესხა თავს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კონორა მაგარი შოუმენია, უეჭველი ჰაბიბთან ბრძოლის ამბავია და რეზონანს ქმნიან როგორც კონორი ასევე მთლიანად ufc.
Lasha
20:46 07-04-2018
0
არსად დაგეკარგოს.)))
mamidas
09:22 07-04-2018
1

სიახლეები პოპულარული