ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მორიგი ლიცენზია ნინო ხუციბერიძემ მოიპოვა

AutoSharing Option
ქუთაისელმა ტყვიის მსროლელმა ნინო ხუციბერიძემ მსოფლიოს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ეს მოხდა უნგრეთის ქალაქ გიორში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც წინ უძღოდა სალიცენზიო ტურნირი. ნინომ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც საკმარისი აღმოჩნდა ბუენოს აირესი -2018-ის საგზურის დასაუფლებლად. ლიცენზიას საპრიზო ადგილი იძლეოდა, მაგრამ რადგანაც სამეულში შესულ რუს იანა ენინას უკვე ჰქონდა ლიცენზია, დარჩენილი ბოლო, მესამე საგზური ხუციბერიძეს ერგო.

დღეისათვის საქართველოს სპორტსმენებს მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების 3 ლიცენზია აქვთ - ძალოსნობაში, მხატვრულ ტანვარჯიშსა და ტყვიის სროლაში.

წინა ახალგაზრდულ ოლიმპიურ
თამაშებზე, რომელიც 2014 წლის აგვისტოში ჩინეთის ქალაქ ნანძინში გაიმართა, საქართველოს 13 სპორტსმენი გამოდიოდა. მათ საგრძნობლად გააუმჯობესეს 2010 წლის სინგაპურის პირველი თამაშების შედეგები (1 ბრინჯაო და გუნდური 84-ე ადგილი), ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი აიღეს, გუნდურ ჩათვლაში კი 58-ე ადგილი დაიკავეს.

მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული