ბრაზილიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი დააკავეს

AutoSharing Option
ბრაზილიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი არტურ ნუზმანი დაპატიმრებულია. ის ეჭვმიტანილია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრების მოქრთამვაში 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის არჩევისას.

შარშანდელი ოლიმპიადის დედაქალაქად რიო-დე-ჟანეიროს გამოცხადების შემდეგ ნუზმანი სათავეში ედგა თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს. როგორც ბრაზილიური გამოცემა UOL-ი იტყობინება, ასევე დაპატიმრებულია ბრაზილიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ლეონარდო გრინერი.

პოლიცია იძიებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი წევრის, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ლამინ დიაკის სავარაუდო მოსყიდვის საქმეს, რომლის მიხედვით, დიაკს, თითქოს, 2 მილიონი დოლარი უნდა მიეღო ერთ-ერთი ბრაზილიელი ბიზნესმენისგან.

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული