დაგეგმილი თვითმკვლელობა

AutoSharing Option
მოსკოვის ანტისადოპინგო ცენტრის ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგორი როდჩენკოვმა განაცხადა - ამერიკის შეერთებულ შტატებში იმის გამო გაიქცა, რომ თავისი ჯანმრთელობის გამო შიშობდა.

"სიმართლის თქვა რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ხიფათი გემუქრება. ჩემი კოლეგა და მეგობარი ნიკიტა კამაევი, რომელიც დიდი ხანი სათავეში ედგა რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა:

ჯანმრთელი ადამიანი "გულის შეტევის" მსხვერპლი გახდა - ეს არის საყვარელი რუსული ხერხი მტრების თავიდან მოსაცილებლად.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კრემლში გაიგეს, რომ ის წერდა წიგნს დოპინგ-პროგრამაზე. ცოტა ხნის წინ, რუსეთის ანტსადოპინგო სააგენტოში ახალი ხელმძღვანელი
იური განუსი დაინიშნა და ამ კვირას, მან დასვა შეკითხვები კამაევისა და სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის ვიაჩესლავ სინევის სიკვდილზე.

არ მინდოდა მათი ბედი გამეზიარებინა. ორი დღით ადრე, სანამ გავიქცეოდი, მთავრობაში ერთმა ჩემმა მეგობარმა გამაფრთხილა, რომ იგეგმებოდა ჩემი "თვითმკვლელობა". გავიფიქრე, რომ ჩემი ოჯახი უსაფრთხოდ იქნებოდა ჩემს გარეშე და თუ მოვკვდებოდი, ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოს პირველი მოვუყვებოდი სიმართლეს", - განუცხადა გაზეთ New York Times-ს როდჩენკოვმა, რომელმაც რუსეთი 2015 წელს დატოვა.

სწორედ როდჩენკოვი იყო მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მთავარი ინფორმატორი რუსულ სპორტში დოპინგის საქმეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული