ოლიმპიზმი: რიოს ხმები იყიდეს?

AutoSharing Option
ბრაზილიაში რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების გარშემო მორიგი სკანდალი აგორდა. რიოს პოლიციამ შარშანდელი ოლიმპიადის მასპინძლის არჩევის პროცესში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრების სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გუშინ, დილით პოლიციელებმა 2016 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის კარლოს არტურ ნუზმანის სახლი გაჩხრიკეს.

პოლიციის განცხადებაში წერია, რომ ლაპარაკი შეიძლება იყოს საერთაშორისო კორუპციულ სქემაზე, რომლის მეშვეობითაც მოხდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრების მოსყიდვა რიო-დე-ჟანეიროს სასარგებლოდ ხმების მოსაპოვებლად.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული