დოპინგი: რუსეთს ლონდონი დაეხმარა

AutoSharing Option
ინგლისურმა გაზეთმა The Guardian-მა გამოაქვეყნა დოკუმენტური ფილმის დეტალები, რომელიც 4 აგვისტოს გამოვა ეკრანებზე. ფილმი ეძღვნება რუსულ სპორტში სადოპინგო საქმეების გამოძიებას.

იმ ჟურნალისტების ინფორმაციით, რომლებიც ფილმის წინასწარ ჩვენებას ესწრებოდნენ, რუსეთის ანტისადოპინგო ცენტრის ყოფილმა დირექტორმა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ინფორმატორმა გრიგორი როდჩენკოვმა მოყვა იმის შესახებ, რომ 2012 წლის ოლიმპიური თამაშების წინ, ლონდონში ანტისადოპინგო ლაბორატორია მოინახულა ორგანიზატორების მიწვევით.

იქ როდჩენკოვი გაეცნო დოპინგის აღმოჩენის ახალ მეთოდებს. და ეს ინფორმაცია დაეხმარა მას დაემალა რუსი სპორტსმენების მიერ ლონდონისა და სოჭის ოლიმპიადებზე დოპინგის გამოყენების ფაქტები.

როდჩენკოვმა აღიარა,
რომ ლონდონში მიღებული მონაცემების გარეშე, რუსული დოპინგ-სისტემა მთლიანად ჩამოიშლებოდა.

"ვერ წარმოიდგენთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ინფორმაცია ლონდონის ლაბორატორიიდან რუსეთის ნაკრებისთვის, - ამბობს როდჩენკოვი ფილმში. - მის გარეშე, რუსული დოპინგ-სისტემა ნაადრევად დასრულდებოდა".

როდჩენკოვმა ისევ ივარაუდა, რომ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ნიკიტა კამაევი რუსეთის სპეცსამსახურებმა მოიშორეს, რადგან ის რუსეთის სააგენტოს მოღვაწეობაზე წიგნის დაწერას აპირებდა.

"ჩვენ სკოლიდან ვიყავით მეგობარები. მას არასოდეს დაუჩივლია გულზე ან სხვა პრობლემებზე, - ამბობს როდჩენკოვი ფილმში. - მას ჰყავდა ახალგაზრდა ცოლი. ისინი შვილებზე ოცნებობდნენ - მე მას ველაპარაკე სიკვდილიდან ცოტა ხნით ადრე. სახიფათოა რუსეთში წიგნის დაწერა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული