შექმენი Sportall.ge-ზე შენი სპორტული ბლოგი!

AutoSharing Option
Sportall.ge სპორტით დაინტერესებულ ყველა პირს აძლევს საშუალებას, პირადი ბლოგი აწარმოოს.

თანამედროვე ბლოგსფერო მხოლოდ ტექსტურ ინფორმაციას არ შეიცავს. არსებობს უამრავი ვიდეო თუ ფოტობლოგი. გარდა ამისა, განვითარდა ბლოგის წარმოების სხვადასხვა ორიგინალური მიმართულება (gif, Coub, infographics და ა.შ.).

ჩვენ გთავაზობთ პლატფორმას, სადაც შეძლებთ დადოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია და ის უამრავ ადამიანს გაუზიაროთ.

ჩვენს ვებგვერდს ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავდა თხოვნით, რომ დაგვედო სხვადასხვა, მათთვის საინტერესო მოვლენაზე თუ სპორტის სახეობაზე ინფორმაცია. მკითხველებს არ ეზარებოდათ და თავადაც გვაწვდიდნენ ტექსტებს.

ახლა კი ნების
მიერ სპორტის მოყვარულს შეუძლია ჩვენ მიერ შექმნილი პლატფორმით აწარმოოს ბლოგი და მიმოიხილოს მისთვის სასურველი მოვლენა თუ სპორტის სახეობა.

blog.sportall.ge გაძლევთ საშუალებას, თქვენი ჰობის, ინტერესის, სიახლის, ანალიტიკის, მიმოხილვის, სიუჟეტისა თუ ინტერვიუს შესახებ უამრავ ადამიანს გააგებინოთ. გისურვებთ წარმატებებს, ბლოგერებო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არიქა, იქნებ უბრალო ხალხმა მაინც გაამრავალფეროვნოს ამათი საიტი, თორემ თვითონ ფეხბურთის და კალათბურთის გარდა აღარაფერს წერენ.
dato
12:00 14-12-2017
0

სიახლეები პოპულარული