კვერნა შარვალში - სპორტის ყველაზე უცნაური და სახიფათო სახეობა მხოლოდ მამაკაცებისთვის

AutoSharing Option
ვიდეო
გაგიკვირდებათ და, მოცლილმა ინგლისელმა მეშახტეებმა წინა საუკუნეში ერთობ უცნაური თამაში - სახელწოდებით Ferret Legging გამოიგონეს.

ამ ასპარეზობაში მონაწილეობისთვის საჭიროა, შარვალში კვერნა ჩაისვათ და რაც შეიძლება, დიდი ხანი გაიჩეროთ.

სხვათა შორის, მოზრდილი კვერნა სიგრძეში ნახევარ მეტრს აღწევს და საკმაოდ ბასრი კბილებიც აქვს და არცთუ ძნელი წარმოსადგენია, რამდენად ექსტრემალურ სპორტის სახეობასთან გვაქვს საქმე. 

ამ უცნაურ თამაშს თავისი "მკაცრი" წესებიც აქვს:

1. მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს მამაკაცი
2. მას არ უნდა ეცვას საცვალი
3. მონაწილე არ უნდა იყოს ალკოჰოლისა და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ
4. არც კვერნა უნდა იყოს ალკოჰოლისა და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ (ცხოველი მოთენთილი რომ არ იყოს)
5. კვერნას ყველა კბილი უნდა ჰქონდეს

თურმე, მსოფლიოს რეკორდი  Ferret Legging-ში 5 საათი და 30 წუთია!

sportall.ge-ს რედაქცია გაფრთხილებთ, თამაში სახიფათოა თქვენი ჯანმრთელობისთვის! :)
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი რა, ასე გიჭირთ ღირებული და საინტერესო სტატიების მოძიება?
hiugo
11:37 27-10-2017
1

სიახლეები პოპულარული