სხვა

საინტერესო ამბები

ლევან თედიაშვილი: "მამა, სად მოდიხარო? შენთვის ნასროლ ერთ ტყვიას მაინც გადავეფარები-მეთქი; ასეც მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ..." - დიადი ფალავანი და "ჯარისკაცის მამა"

AutoSharing Option
- წა­მო­დი, წა­მო­დი, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი ხდე­ბა, ნამ­დვი­ლი კარ­კა­და­ნი ჰყავთ ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი! - სპორ­ტის სა­სახ­ლის მახ­ლობ­ლად ჩა­მომ­სხდა­რი პა­ტა­რა თე­ი­რა­ნე­ლი ბი­ჭე­ბი, რო­მელ­თაც სკო­ლა­ში ნას­წავ­ლი მი­თი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟის სა­ნა­ხა­ვად მათ დრო­ში - 1973 წელს უხ­მობ­დნენ, თა­ნა­ტო­ლის და­ძა­ხილ­ზე აჩ­ქარ­დნენ და სა­ჭი­დაო დარ­ბა­ზის­კენ გა­იქ­ცნენ, - ვა­ი­და, კარ­კა­და­ნი ვერ ვი­ხი­ლო­თო...

ბი­ჭე­ბი კი არა, მთე­ლი სპორ­ტუ­ლი სამ­ყა­რო, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ზოგი ერ­თმა­ნეთ­საც ჩქმეტ­და, - სიზ­მარ­ში ხომ არ ვარ­თო. საქ­მე იმა­ში იყო, რომ ქარ­თველ­მა ფა­ლა­ვან­მა იმ­ჟა­მინ­დე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან, ლე­ვან თე­დი­აშ­ვილ­მა, თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში ჯერ ერთიმე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით გა­აკ­რა
ხა­ლი­ჩა­ზე მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ჩა­მო­სუ­ლი მო­ჭი­და­ვე­ე­ბი და ოქ­როს მე­დალს და­ე­უფ­ლა, მერე კი უც­ნა­უ­რი რამ მოხ­და, რა­მაც ნა­ხე­ვა­რი თე­ი­რა­ნი შეძ­რა.

გე­ნა­დი რუს­ლი­ა­დე­ვი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სამ­ბოს ნაკ­რე­ბის წევ­რი, შე­უძ­ლოდ გახ­და, ტურ­ნირ­ზე გას­ვლას ვე­ღარ ახერ­ხებ­და. სპორ­ტსმე­ნის არ­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ქულა ნულ­დე­ბო­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სამ­ბო საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი სპორ­ტი იყო და თეი­რა­ნი­დან ქუ­ლის გა­რე­შე წა­მოს­ვლა კომ­პარ­ტი­ის მა­ღა­ლი რან­გის ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფას უტოლ­დე­ბო­და. თა­ნაც, ეს ის­ტო­რი­ა­ში სამ­ბოს პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი იყო. ვახ­ტანგ ბა­ლა­ვა­ძემ (ლე­ვა­ნის მწვრთნე­ლი) და იო­ნოვ­მა (სამ­ბოს ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი) ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად სამ­ბო­ში სა­ჭი­და­ოდ ლე­ვა­ნის გაყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტეს... ბოლო-ბოლო, 0 ქუ­ლას მა­ინც არ და­ი­წერ­დნენ. თუმ­ცა ზორ­ბა კა­ხელ­მა სამ­ბის­ტებს ნამ­დვი­ლი მას­ტერ-კლა­სი ჩა­უ­ტა­რა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა.

Sportall.Ge

კარ­კა­და­ნი - სპარ­სუ­ლი მი­თო­ლო­გი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟი, უზარ­მა­ზა­რი მარ­ტორ­ქაა. მისი ზომა და სიძ­ლი­ე­რე სპარ­სეთ­ში, არა­ბეთ­სა და აფ­რი­კის ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას ში­შის ზარს სცემ­და. მი­თე­ბის თა­ნახ­მად, მას იმ­ხე­ლა რქა ჰქონ­და, რომ სპი­ლო­საც კი აკუ­წავ­დაო.

ზუს­ტად, რო­გორც კარ­კა­დან­მა, თე­დი­აშ­ვილ­მა სპი­ლო­ე­ბი­ვით წა­მო­აც­ვა ჯერ თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­ე­ბი, შემ­დეგ კი - სამ­ბის­ტე­ბიც. ის დღე ის­ტო­რი­ა­ში ოქ­როს ასო­ე­ბით ჩა­ი­წე­რა, ირან­ში კი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­მახ­სოვ­რეს არა­მი­წი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მქო­ნე ლე­ვა­ნი, რო­მელ­მაც ბრწყინ­ვა­ლე გა­მოს­ვლით, თა­ვად შა­ჰის გუ­ლიც მო­ი­გო.

60-იან წლებ­ში სა­გა­რე­ჯო­ელ­მა, მე-6 კლა­სელ­მა ლე­ვან თე­დი­აშ­ვილ­მა, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ფა­ლავ­ნის, არ­სენ მე­კო­კიშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლის, ვანო მე­კო­კიშ­ვი­ლის ჭი­და­ო­ბის სექ­ცი­ის კა­რე­ბი მო­რი­დე­ბით შეხ­სნა. ბე­ჯით, ნი­ჭი­ერ, მოქ­ნილ­სა და ფი­ზი­კუ­რად ძლი­ერ ბიჭს აშ­კა­რად დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი ჰქონ­და. მე­კო­კიშ­ვილ­მა პა­ტა­რა ტა­ლან­ტი მა­ლე­ვე შე­ნიშ­ნა და მისი პა­ტარ-პა­ტა­რა რე­გი­ო­ნა­ლურ შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე გაყ­ვა­ნა და­ი­წყო, რა­საც მოჰ­ყვა პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა კა­კა­ბეთ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი, სა­დაც ლე­ვა­ნი ლე­გენ­და­რულ­მა ვახ­ტანგ ბა­ლა­ვა­ძემ შე­ნიშ­ნა და 1966 წლი­დან უკვე მან და­ი­წყო მო­მა­ვა­ლი ლე­გენ­დის "გა­მო­ძერ­წვა“.

ბა­ლა­ვა­ძე არ იყო ერ­თა­დერ­თი, ვინც პა­ტა­რა ლე­ვა­ნით აღ­ფრთო­ვან­და. თა­ვა­დაც დიდ­მა ფა­ლა­ვან­მა არ­სენ მე­კო­კიშ­ვილ­მა, პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, იგ­რძნო თე­დი­აშ­ვი­ლის გე­ნი­ა­ლუ­რო­ბა. ლე­ვა­ნი მათი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან ერთ ეპი­ზოდს იხ­სე­ნებს:

"არ­სენ მე­კო­კიშ­ვილ­მა ცეკა-ს პირ­ველ მდი­ვან­თან, მჟა­ვა­ნა­ძეს­თან შე­მიყ­ვა­ნა და ეუბ­ნე­ბა, - ეს ჩემი შემ­ცვლე­ლი­აო. გულ­ში ვი­გი­ნე­ბი, - ვა­ი­მე, ეს რა ტყუ­ი­ლე­ბი სცოდ­ნია-მეთ­ქი... და­მა­ხა­სი­ა­თა მხე­ცად, ჩემ­პი­ონ­თა ჩემ­პი­ო­ნად. ამ შეხ­ვედ­რა­ზე სხვა ბი­ჭებ­საც მო­ვუ­ყე­ვი. არა­ვის სჯე­რო­და, რომ რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რია იყო, მა­ტყუ­ა­რას მე­ძახ­დნენ".

Sportall.Ge

თე­დი­აშ­ვი­ლი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე ჭი­და­ო­ბით შე­პყრო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. კო­ჭებ­ში­ვე ეტყო­ბო­და, რომ ამ სპორ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად კი არა, გა­მე­ფე­ბის­თვის იყო მო­სუ­ლი. სა­ა­ხალ­წლო არ­და­დე­გებ­ზეც კი დარ­ბაზ­ში გარ­ბო­და, სჯე­რო­და, რომ წარ­მა­ტე­ბას ასე და­ი­ბე­დებ­და.

და­ი­ბე­და კი­დეც...

Sportall.Ge

ჯერ იყო და, ზე­დი­ზედ ორ­ჯერ მო­ი­გო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ახალ­გაზ­რდუ­ლი პირ­ვე­ლო­ბა, შემ­დეგ კი 1971 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­ემ­გზავ­რა. მა­შინ პირ­ვე­ლად წარ­დგა ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე და რაღა თქმა უნდა, ოქ­როს­თვის იბ­რძო­ლა და გა­ი­მარ­ჯვა. ლე­ვა­ნით იმ­დე­ნად აღ­ფრთო­ვან­დნენ, რომ ბევ­რი ფიქ­რის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლოს 1971 წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნის წო­დე­ბაც მი­ა­ნი­ჭეს.

Sportall.Ge

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან 1 წლის შემ­დეგ, 1972 წელს, მი­უნ­ხენ­ში ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი გა­ი­მარ­თა. მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნე­ბი სა­ნუკ­ვარ ჯილ­დო­ზე - ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლე­ბის­თვის იბ­რძოდ­ნენ... თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვა თე­დი­აშ­ვი­ლი იყო, რო­მე­ლიც 82 კგ კა­ტე­გო­რი­ა­ში სო­ფი­ის ტრი­უმ­ფის გა­მე­ო­რე­ბას აპი­რებ­და. ლე­ვანს 5 მო­წი­ნა­აღ­მდე­გე შეხ­ვდა, რომ­ლე­ბიც უპ­რობ­ლე­მოდ და­ჩაგ­რა, მათ­გან ერთ-ერთი კი ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ჯონ პე­ტერ­სო­ნი იყო, რო­მე­ლიც ვერ­ცხლს და­ე­უფ­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იმ­ჟა­მად ჭი­და­ო­ბის ქუ­ლე­ბის სის­ტე­მა გან­სხვავ­დე­ბო­და და ფა­ლავ­ნე­ბი დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბით იგებ­დნენ ტურ­ნირს. თე­დი­აშ­ვილ­მა კი იმ­დე­ნი ქულა და­აგ­რო­ვა, რომ ოქ­როს მე­და­ლი შე­ჯიბ­რე­ბის დამ­თავ­რე­ბამ­დე ერთი დღით ადრე გა­ი­ნაღ­და.

მე­ო­რე-მე­სა­მე ად­გი­ლე­ბის­თვის და­პი­რის­პი­რე­ბას, ვა­სილ იორ­გა­სა და ჯონ პე­ტერ­სონს შო­რის, ჩვე­ნე­ბუ­რი ტრი­ბუ­ნე­ბი­დან უყუ­რებ­და და თან გერ­მა­ნულ ლუდს სვამ­და... აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ერთი წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ით ზე­მოთ, 90 კგ-ში, ოქ­როს მე­და­ლი ჯო­ნის ძმამ, ბენ (ბენ­ჟა­მინ) პე­ტერ­სონ­მა მო­ი­პო­ვა.

Sportall.Ge

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლე­ვა­ნი არ იყო ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი, რო­მელ­მაც მი­უნ­ხენ­ში ას­პა­რე­ზო­ბა ოქ­როს მედ­ლით და­ას­რუ­ლა. ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ქარ­თველ­მა სპორ­ტსმენ­მა ვიქ­ტორ სა­ნე­ევ­მა ოლიმ­პი­ა­და­ზე თა­ვისი მე­ო­რე ოქრო მო­ი­პო­ვა და სიკ­ვდილ­საც გა­და­ურ­ჩა.

მომ­დევ­ნო ოლიმ­პი­ა­დამ­დე ლე­ვან­მა ყვე­ლა გა­მარ­თულ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­ი­მარ­ჯვა. მათ შო­რის - სტამ­ბო­ლის პირ­ვე­ლო­ბა­ზე, როცა ჭი­და­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა - მო­წი­ნა­აღ­მდე­გე სულ რა­ღაც 3 წამ­ში და­ა­მარ­ცხა.

თე­დი­აშ­ვი­ლის შე­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბო­და. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს მი­წი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბა და ნიჭი აღარ ჰყოფ­ნი­დათ. კაც­მა არ იცო­და, რა უნდა და­ე­პი­რის­პი­რე­ბი­ნათ ლე­ვა­ნის­თვის. ლე­გენ­და­რუ­ლი გერ­მა­ნე­ლი ჰორსტ შტოტტ­მე­ის­ტე­რი 1975 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში ლე­ვანს შეხ­ვდა და გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ან­გა­რი­შით (12:2) და­მარ­ცხდა. ინ­ტერ­ვი­უ­ში კი გა­ნა­ცხა­და:

"ამ წო­ნა­ში მსოფ­ლი­ო­ში უძ­ლი­ე­რე­სი ვარ, ნო­მერ პირ­ვე­ლი. თე­დი­აშ­ვილს არ ვთვლი, მას­თან გა­მარ­ჯვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია...“

ერთი წლის შემ­დეგ, 1976 წელს, მონ­რე­ალ­ში ოლიმ­პი­ა­და იმარ­თე­ბო­და. ლე­ვან­მა თა­მა­სა მო­რიგ ჯერ­ზე ას­წია და ამ­ჯე­რად არა 82 კგ-ში, არა­მედ 90 კგ-ში გა­და­წყვი­ტა ას­პა­რე­ზო­ბა. ფი­ნა­ლამ­დე უპ­რობ­ლე­მოდ გა­ვი­და, იქ კი ჩვენ­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი ჯონ პე­ტერ­სო­ნის ძმა, ბენი ელო­და, რო­მელ­საც ერთი სული ჰქონ­და, 4 წლის წინ და­მარ­ცხე­ბუ­ლი ძმის გამო რე­ვან­ში აეღო და თა­ვის მე­ო­რე ოლიმ­პი­უ­რი ოქრო მო­ე­პო­ვე­ბი­ნა. უნდა ვა­ღი­ა­როთ, ბენი გა­აფ­თრე­ბუ­ლად იბ­რძო­და და ღირ­სე­ულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და ჩვე­ნე­ბურს, თა­ნაც დარ­ბა­ზი მისი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბით იყო სავ­სე, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, თე­დი­აშ­ვილ­მა მა­ინც და­ა­მარ­ცხა და ვერ­ცხლის გზას გა­უ­ყე­ნა.

ოქ­როს­თან ერ­თად, ლე­ვანს კი­დევ ერთი აღი­ა­რე­ბა ელო­და - ის მონ­რე­ა­ლის ოლიმ­პი­ა­დის სა­უ­კე­თე­სო მო­ჭი­და­ვედ და­ა­სა­ხე­ლეს.

"თა­ნა­მედ­რო­ვე სპორ­ტსმე­ნის ეტა­ლო­ნი, ყვე­ლა­ზე დიდი და სრულ­ყო­ფი­ლი“ - წერ­და თე­დი­აშ­ვილ­ზე "მონ­რე­ალ სთა­რი“, რომ­ლის მი­მომ­ხილ­ველ­მაც ლე­ვანს "დიდი ტედი" შე­არ­ქვა.

ლე­ვან­მა შემ­დეგ წლებ­ში კი­დევ გა­მო­იც­ვა­ლა წო­ნი­თი კა­ტე­გო­რია და ამ­ჯე­რად 100 კგ-ში ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო ფა­ლა­ვა­ნი გახ­და, ხოლო 1978 წელს მე­ხი­კო­ში, პირ­ვე­ლად კა­რი­ე­რა­ში, ვერ­ცხლს დას­ჯერ­და.

მოს­კო­ვის ოლიმ­პი­ა­დის შე­სარ­ჩევ­ში კი ის მოხ­და, რა­საც ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი იმ პე­რი­ოდ­ში უხ­ვად აწყდე­ბოდ­ნენ - მა­საც პო­ლი­ტი­კამ გა­და­ურ­ბი­ნა გზა­ზე... მოკ­ლედ რომ ვთქვათ, მე­სა­მე ოლიმ­პი­ა­დის საგ­ზუ­რი თე­დი­აშ­ვილ­მა ვერ მო­ი­პო­ვა. რო­გორც ცნო­ბი­ლი მო­ჭი­და­ვე გუ­რამ სა­ღა­რა­ძე იხ­სე­ნებ­და, ლე­ვანს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად წა­ა­გე­ბი­ნეს ოლიმ­პი­ა­და­ზე მოხ­ვედ­რის­თვის სა­ჭი­რო ბრძო­ლა და ამით ხელი შე­უ­შა­ლეს მე­სა­მე ოლიმ­პი­უ­რი ოქ­როს მო­პო­ვე­ბა­ში... ამის შემ­დეგ თე­დი­აშ­ვილ­მა კა­რი­ე­რა მა­ლე­ვე და­ას­რუ­ლა.