გოჩა ჯამარაულმა გამგებლის 2 წლის ხელფასი გაჭირვებულებს გადაურიცხა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა გოჩა ჯამარაულმა სახელმწიფო უწყებაში მუშაობის პერიოდში საკუთარი ხელფასი მთლიანად ქველმოქმედებაში დახარჯა.

როგორც ინტერნეტგამოცემა reginfo.ge იუწყება, გარდაბნის ყოფილმა გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა, რომელიც ამ თანამდებობას 2017 წლის 11 ნოემბრამდე იკავებდა, ორი წლის განმავლობაში მიღებული ხელფასის 100% - 64 016 ლარი, მთლიანად ქველმოქმედებაში დახარჯა.

2016 წლის მარტში გოჩა ჯამარაულმა თავისივე სახელობის ფონდი დააფუძნა, სადაც საკუთარ ხელფასს სრულად რიცხავდა. ფონდიდან დახმარება გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს ეძლეოდათ.

გარდა ამისა, გამოცემა გოჩა ჯამარაულის სამეწარმეო საქმიანობაზეც წერს.

კერძოდ
კი, 2010 წლის 1-ლი აგვისტოდან ჯამარაული შპს "სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის" ერთ-ერთი პარტნიორი და კაპიტალის 60%-ის მფლობელია. 2016 წელს მან სამეწარმეო საქმიანობიდან 900 000 ლარის, 2017 წელს კი 480 000 ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო.

წყარო: reginfo.ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
ამასწინათ თქვა ერთ გადაცემაში მორწმუნე კაცი ვარო და არ დავიჯერე ჩვეულებრივი პაკაზუხობა მეგონა, მაგრამ მართლა კარგი ქრისტიანი ყოფილა.
ბოდიში გოჩა
14 მარტი 2018 11:51
0
ქვევით დავწერე რომ სიმართლე იქნება ეს ქველმოქმედება თქო, რადგან ისედაც შეძლებული კაცია და ის ხელფასი არ დაენანებოდა ქველმოქმედებისთვის თქო. რა ვთქვი ტყუილი და არ მოსაწონი? :)
Lagashi
14 მარტი 2018 09:54
0
ჩადით გარდაბანში და იკითხეთ, როგორ ახასიათებენ და მისტირიან ჯამარაულს, უკვირთ ასე კარგი პიროვნება რატომ არ დაგვიტოვეთ გამგებლადო. ასე, რომ BAJO შენი ტყუილი მგონიაო, შენვე შეგიძლია შეამოწმო
BAJO - ს
14 მარტი 2018 09:46
0
ნამდვილად მოსაწონი საქციელია.ყოჩაღ.
888
14 მარტი 2018 09:34
0
სად გინახიათ ეს ადამიანი გამოსულიკო და თAვის ქველმოქმედებაზე ესაუბრა?!
dato
13 მარტი 2018 21:38
0
დავით რატომ უნდა გამოსულიყო და ესაუბრა??? სააკაშვილი ხომ არაა??? მე ვიყო ქინძი>?>>
madliani
14 მარტი 2018 10:43
0
ჯიგარი ხარ "ჯამარ"! ეჭვი არ მეპარება მის ადამიანობაში. ღმერთმა ბევრი მოგცეს შენ და შენნაირებს!
G.A.L.
13 მარტი 2018 21:21
0
მე ეს ტყუილი მგონია იმიტომ რომ ამას ის ხალხი უნდა ამობდეს ვისაც დაეხმარა და არა ტვიტონ.
bajo
13 მარტი 2018 20:02
18
სად ნახე რო მას ეთქვას? ეს 100% სიმართლეა და ამის გარდა კიდევ სხვა დამატებითი ხარჯებიც ბევრი გაწია სხვის დასახმარებლად. შენ სადმე გაგიგია რომ ხალხი ქუჩაში გამოსულიყოს, თან ორჯერ იმის მოთხოვნით რომ გამგებელი დატოვეთ, არ გვინდა სხვა გამგებელიო? ასე ითხოვდა გოჩას ხალხი გარდაბანში.
ბაჯო
14 მარტი 2018 08:11
1
იზამდა, რეალურად მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს ის ხელფასი, ისედაც აქვს ფული.
Lagashi
13 მარტი 2018 20:26
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული