ბრიტანელი მოდელი: ვალენსიამ მომატყუა და გამანადგურა

AutoSharing Option
ერთ-ერთი მოდელის განცხადებით, რომლის ვინაობასაც ბრიტანული ჟურნალისტები არ ამხელენ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ანტონიო ვალენსიამ ის მოატყუა.

საქმე იმაშია, რომ ეკვადორელმა მოდელს უთხრა, რომ მეუღლეს დაშორდა და მასთან სურდა ურთიერთობა, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ მოდელმა შენიშნა, რომ ფეხბურთელის სახლიდან მისი მეუღლე გამოდიოდა.

მისი თქმით, ვალენსიას ცოლის დანახვისას ის თავს მოტყუებულად და განადგურებულად გრძნობდა, რადგან ფიქრობდა, რომ მას და ანტონიოს ერთმანეთი უყვარდათ.

მოდელის თქმით, მას ფული არ აინტერესებდა, უბრალოდ, მას ფეხბურთელი ძალიან მოსწონდა და ფიქრობდა, რომ ისინი ძალიან კარგად ეწყობოდნენ ერთმანეთს.

ანტონიო
ვალენსია უკვე 13 წელია ზოლია მენეზეშზეა დაოჯახებული.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული