Sportall.ge-ს სარედაქციო გუნდი გილოცავთ ახალ 2018 წელს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს სარედაქციო გუნდი გილოცავთ ახალ 2018 წელს.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ მკითხველს, რომელიც ცდილობდა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გამხდარიყო. თქვენი ობიექტური შეფასებები ჩვენს ყოველდღიურ შრომას უფრო ეფექტურს და სასარგებლოს ხდის.

ჩვენი სარედქციო გუნდი მთელ საქართველოს ულოცავს ახალ 2018 წელს და უსურვებს მშვიდობას, კეთილდღეობასა და ჯანმრთელი ცხოვრების წესს!

გვინდა, რომ ახალი წელი უფრო მეტად სპორტული იყოს ქართული საზოგადოებისთვის და მათი ყურადღება ქართული სპორტის მხარეს იყოს მიმართული. ვიმედოვნებთ, რომ მოგვიწევს უფრო მეტი სასიხარულო ინფორმაციის მოწოდება ქართველი სპორტსმენების წარმატების შესახებ.

ჩვენი დიდი სურვილია,
რომ სპორტული სივრცე ინტერნეტში თქვენთან ერთად შევქმნათ. ამაში კი ეს საიტი დაგეხმარებათ - blog.sportall.ge.

გილოცავთ ახალ წელს!!!
მკითხველის კომენტარები / 2 /
თქვენც გილოცაააავთ!
0
გაიხარეთ, კარგ საქმეს აკეთებთ, წინსვლებს და წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში და ქართული სპორტით ბევრ გახარებულ გულშემატკივარს. სახელიდან გამომდინარე ალბათ ხვდებით რომ მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარი ვარ, და ეს ასეცაა, თუმცა ქართულ ფეხბურთს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხელ გულში, ამჟამად უცხოეთში ვარ მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები და ჩემს მეგობრებთან ერთად შევავსებ სტადიონებს გამამხნევებელი შეძახილებით. მიყვარხარ ჩემო ერო
ManЧестьერი
12:44 01-01-2018
0

სიახლეები პოპულარული