ბენდი ReloaD 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოებაზე დაუკრავს

AutoSharing Option
Beer Time საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლებს.

ბევრი ნომინაცია, ღირსეული გამარჯვებულები და ბენდი ReloaD, რომელიც უკრავს კარგ მუსიკას. და ეს ბენდი ამ დღის მუსიკალური გიდი იქნება.

ReloaD: დაარსდა შარშან. უკვე მოასწრო ბევრი წარმატებული კონცერტის ჩატარება და იყო რამდენიმე საინტერესო მუსიკალური ფესტივალის მონაწილე. ReloaD მიიწვიეს სატელევიზიო ეთერში. უკვე თემაა.

და ჯგუფი შედგება გამოცდილი მუსიკოსებისგან. ნიკა ბუზალაძე - გიტარა, ვოკალი; იური კაზარიანი - ბასი, ვოკალი; სოსო მეტრეველი - დრამზი. ამ დღისთვის ჯგუფთან ერთად სცენაზე ავა სოლისტი ზურა კალაძე (Labyrinth).

ველოდებით 28
დეკემბერს.

ავტორი: ზურა თალაკვაძე
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული