კრიშტიანო რონალდო - მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სპორტსმენია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სპორტსმენია იმ კვლევის მიხედვით, რომელიც ESPN-მა ჩაატარა.

მეორე ადგილი დაიკავა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა ("კლივლენდი"), მესამე - "ბარსელონას" ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ. მეოთხეზეა ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი, მეხუთეზე - გოლფისტი ფილ მიკელსონი.

სპორტსმენის პოპულარობის განსაზღვრისთვის ითვალისწინებდნენ სოციალურ ქსელებზე ხელმომწერთა რაოდენობას, Google-ში მოთხოვნების რაოდენობას, აგრეთვე სპორტსმენთა შემოსავლებს. პირველ ასეულში ყველაზე მეტია ფეხბურთელი - 38, აქედან 13 ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობს.

TOP10
1. კრიშტიანო რონალდო
2. ლებრონ ჯეიმსი
3. ლიონელ მესი
4. როჯერ ფედერერი
5. ფილ მიკელსონი
6.
ნეიმარი
7. უსაინ ბოლტი
8. კევინ დურანტი
9. რაფაელ ნადალი
10. ტაიგერ ვუდსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული