ესპანეთში მყოფმა თოფურიამ მაკგრეგორს დასცინა - რა განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა და რას უპასუხებს შეურაცხყოფას კონორი, Marca დეტალებზე

AutoSharing Option
UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია მადრიდში ჩაფრინდა, სადაც მას დიდი დახვედრა მოუწყვეს. ჩვენებური ადგილობრივ ჟურნალისტებს ესაუბრა და კონორ მაკგრეგორის შესახებ ხმამაღალი განცხადებაც გააკეთა. აი, რას წერს ესპანური ცნობილი გამოცემა Marca:

"ალკოჰოლის სიყვარული კონორ მაკგრეგორს ალბათ მალე მილიარდერად აქცევს. მან არა მხოლოდ ვისკის ბრენდი Peoper Twelve Whiskey დააარსა, არამედ ასევე ლუდის წარმოებაც დაიწყო.

ორივე ირლანდიური და მაღალი ხარისხის სასმელია. ილია თოფურიამ კონორი ბრძოლაში გამოიწვია და Marca-მ ჰკითხა მაკგრეგორისა და ალკოჰოლის ურთიერთობის შესახებ.

ილიამ ასევე აღნიშნა კონორის ალკოჰოლისადმი მიდრეკილება, მაგრამ ასევე
თქვა, რომ ის საუკეთესო ფორმაში მყოფ მაკგრეგორსაც დაამარცხებდა.

"მას შეუძლია დღეში 2 ბოთლი ვისკის დალევა, არ ვიცი, ის მზად არის თუ არა საბრძოლველად, მაგრამ მე საუკეთესო ფორმაში მყოფ მაკგრეგორსაც მარტივად დავამარცხებდი. მისი დამარცხება ნამცხვრის ჭამასავით ადვილი იქნება", - განაცხადა თოფურიამ.

ეს თოფურიასგან ნამდვილად თამამი განაცხადია და მაკგრეგორისგან ჯერჯერობით გამოხმაურება არ მიუღია. კონორი ამჟამად თავისი ქვეყნის პოლიტიკაშია ჩართული, ის სოციალურ ქსელებში ირლანდიის მთავრობის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს. გამომდინარე შეურაცხყოფის ხარისხიდან, კონორს პასუხის გასაცემად ალბათ დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს.

კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ კონორმა თოფურიას წონაში შეიძლება აღარც იჩხუბოს, ის ახლა დაახლოებით 81 კილოგრამს იწონის", - წერს Marca.
ასევე დაგაინტერესებთ