მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს შეხვდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ბრძოლა ორივე მებრძოლმა ფრთხილად დაიწყო, ჯერ აკვირდებოდნენ ეთმანეთის ტაქტიკას. პირველი რაუნდის შუა წელს  მერაბმა პირველი თეიქდაუნიც მიითვალა, ორიოდე წუთით ადრე კი ძლიერი დარტყმის შემდეგ ქართველს არ გაუმართლა და მექსიკელი მის უკან აღმოჩნდა.

მეორე რაუნდში მერაბი გაცილებით უკეთესი იყო, სეხუდომ რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღო, 2:18 წუთით ადრე კი ქართველმა ის გააკეთა, რაც ასე ძალიან უყვარს, წააქცია ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში და ბრძოლა გადავიდა მიწაზე, საბოლოო ჯამში, მეორე ხუთწუთეული მერაბის აშკარა
უპირატესობით დასრულდა.

საქმე მივიდა მესამე, გადამწყვეტ რაუნდამდე, 4 წუთით ადრე აიღო სეხუდოს ფეხი, მიიყვანა გალიასთან და რამდენიმე დარტყმაც მიაყენა, რითაც გადამწყვეტი რაუნდი თავის მხარეს გადმოსწია, საფინალო სიგნალამდე 2 წუთით ადრე კი დვალიშვილმა დაიწყო ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის, მეტოქის "განადგურება".

საბოლოო ჯამში, ბრძოლა მერაბის სრული დომინაციით დასრულდა.

altქართული სული - ნახეთ, როგორ ამხნევებენ ერთმანეთს დვალიშვილი და თოფურია წონის კლების დროს - ვიდეო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ [VIDEO]

alt"ერთხელ არ შეუხედავს ბრძოლისთვის, სულ ლოცულობს" - მერაბ დვალიშვილის ძმის კადრები სოციალურ ქსელებს იპყრობს [VIDEO]

alt"თუ ვინმე გეცნობათ, შემატყობინეთ, წავალ მათ სახლებში და..." - აშშ-ში მერაბ დვალიშვილი გაძარცვეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
შენ გენაცვაკე მერაბ..გაანადგურა რასაც ქვია.რომელი ნოკაუტი შეედრება..მთელ საქართველოს ვულოცავ..ილიამაც დიდებული ბრძოლა ჩაატარა..გამარჯვებით გვევლოს ყველა ქართველს
კიეზა
11:43 18-02-2024
0
შენ გენაცვაკე მერაბ..გაანადგურა რასაც ქვია.რომელი ნოკაუტი შეედრება..მთელ საქართველოს ვულოცავ..ილიამაც დიდებული ბრძოლა ჩაატარა..გამარჯვებით გვევლოს ყველა ქართველს
კიეზა
11:35 18-02-2024
0

სიახლეები პოპულარული