"დავამარცხებდი თუ არა 2015 წელს კონორს?" - ვოლკანოვსკიმ რთულ შეკითხვას უპასუხა

AutoSharing Option
UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი თვლის, რომ კარიერის პიკში კონორ მაკგრეგორის დამარცხებას მოახერხებდა.

"დავამარცხებდი თუ არა 2015 წელს კონორს? ეს დიდებული ორთაბრძოლა იქნებოდა. მაკგრეგორი მაგარი მოწინააღმდეგეა, თუმცა ჩემი მომზადება, გეგმა, გამძლეობა შედეგს მომცემდა და აუცილებლად გავიმარჯვებდი".

შეგახსენებთ, ვოლკანოვსკიმ შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ჯამში 27 ორთაბრძოლა გამართა და 25-ჯერ იზეიმა გამარჯვება.

8-9 ივლისს ავსტრალიელი იარ როდრიგესს შეხვდება. ასევე არსებობს აზრი, რომ ალექსანდრის მომდევნო მეტოქე ილია თოფურია იყოს, თუმცა ეს ჯერ აზრია...

მომზადებულია Championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული