ქუთათელაძე ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა

AutoSharing Option
ვეგასში UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე გურამ ქუთათელაძე ელვის ბრენერთან დამარცხდა. უნდა ითქვას, რომ მთელი ბრძოლა ქართველის კონტროლით მიმდინარეობდა.

პირველ რაუნდში გურამმა უპირატესობა ბოლო წამებზე მოიპოვა, მეორე რაუნდში კი საწყის წუთებზევე შეუტია და მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი დარტყმებიც მიაყენა.

მესამე რაუნდში ყველაფერი თავდაყირა დატრიალდა, ბრენერმა ერთი მნიშვნელოვანი დარტყმა გამოიყენა და გამარჯვებაც მოიპოვა.

ამრიგად, "ქართველ ვიკინგს" ორგანიზაციაში 1 მოგება და 2 წაგება აქვს.

altწარმოუდგენელი უსამართლობა - UFC-ში ქუთათელაძეს გამარჯვება მოპარეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
აშკარად მე-2 რაუნდიდან ტიპი შეიცვალა. ვფიქრობ წონის კლებამ იმოქმედა და მაგრად დასუსტდა. რაღაც ჭირდა აშკარად. მძიმეს მოძრაობდა.
სისო
12:23 02-07-2023
0
2 რაუნდის უდიდესი უპირატესობა სულ გაანიავა მესამე რაუნდში,რომელიც მისმა სტაფმა აშკარად ვერ დაუგეგმა სწორად. ნოკაუტამდე უამრავი დარტყმა გაუშვა,კორპუსშიც,თავშიც და ლოგიკურად წააგო.ეს არ იყო მხოლოდ 1 დარტყმით ნოკაუტი.თოფურიას თუ უყურეთ, როგორი კონცენტრირებული იყო ბოლომდე? ემეტი ნოკაუტიორია და იცოდა და ტაქტიკურად სწორად ჩხუბობდა და გურამმა ვერ გაითვალისწინა რომ მკვლელი მეტოქე ჰყავდა, რომელსაც ზედიზედ 4 ნოკაუტი ჰქონდა.სამწუხაროა.
გია
11:44 02-07-2023
0

სიახლეები პოპულარული