"ქართველებს არ აფასებენ, მერაბ, მაგარი ხარ!" - მაკრეგორი დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება

AutoSharing Option
UFC-ის ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკრეგორი მერაბ დვალიშვილისა და ჟოზე ალდოს დაპირისპირებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

მოგეხსენებათ, ჩვენებურმა ბრაზილიელი მეტოქე უშანსოდ დაამარცხა. ქართველმა 3 რაუნდიდან სამივე თავის სასიკეთოდ დაასრულა და ორგანიზაციაში ჩატარებული მე-10 ბრძოლიდან მე-8 თავის სასიკეთოდ დაასრულა, თანაც აღსანიშნავია, რომ ჩვენებურს ზედიზედ 8 გამარჯვებიანი სერია აქვს.

"ქართველი მებრძოლები დაუფასებლები და უცნობები არიან. საქართველოს საოცარი მოჭიდავეები და გრეპლერები ჰყავს! ეს ბიჭი მერაბი კი ძალიან მაგარი მებრძოლია", – წერს მაკრეგორი.
ასევე დაგაინტერესებთ