"მოდი ქალო აქა" - დვალიშვილი და სტერლინგი რუსს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
ხვალ გამთენიისას UFC-ის სუპერ-მსუბუქ წონაში ქამარი გათამაშდება - მერაბ დვალიშვილის მეგობარი და სპარინგ პარტნიორი ალჯამეინ სტერლინგი რუს პიოტრ იანს მატჩრევანშში შეხვდება, დღეს გამთენიისას კი მებრძოლებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

იანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ "ალჯოს" გუნდიდან ვინმეს შეხვდებოდნენ, ადგილზე "მოკლავდნენ". შემდეგ კი პრესკონფერენციაზე უკან დაიხია და თქვა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. გუშინ კი სპორტსმენები ერთმანეთს "თვალი-თვალში" (face to face) პროცესის შემდეგ დარბაზში სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

სტერლინგმა პიოტრს მიმართა: "ქალო, მოდი აბა!" მერაბ დვალიშვილიც რუსი სპორტსმენისგან რაღაცის ახსნას ითხოვდა, თუმცა
ქართველი და ამერიკელი დაცვამ უკან გაიყვანა, იანი კი მხოლოდ იცინოდა და დიდი ინიციატივა არ გამოუჩენია, ბოლოს დაიძახა: "წადით სახლში". 



საიდუმლო არაა, რომ რუსი სპორტსმენი ენაკვიმატობით ვერ გამოირჩევა, არც ინგლისური იცის და ვერც რუსულად არის ძლიერი "თრეშ-თოქში", ხელს ვერც იუმორიც უწყობს. სამაგიეროდ, ძალიან კარგი მებრძოლია და ოქტაგონს მიღმა მისი პერსონაჟის უინტერესობას "ნამდვილი საქმით" ფარავს. "ალჯოს" ძალიან რთული ბრძოლა ელის, ცხადია, ადვილი არც რუსისთვის იქნება, თუმცა პირველი ბრძოლის დროს თუ ექსპერტები შანსებს, დაახლოებით, თანაბრად აფასებდნენ, ახლა გამოკვეთილი ფავორიტი იანია. 

alt"არ მინდა თავი წაგაცალო..." - ილია თოფურია რუს პიოტრ იანს დაემუქრა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კამერასი იყურებოდა ხო მიხებენო ქ ვ ე სსსსსსსსსსსსსსსსსსსსს
aron
17:24 09-04-2022
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული