სხვა

მძლეოსნობა

უსაინ ბოლტი დოპინგის მომხმარებლების სამუდამო დისკვალიფიკაციას ითხოვს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა განაცხადა, რომ ცხოვრების ბოლომდე დისკვალიფიკაცია უნდა მიიღონ იმ სპორტსმენებმა, რომლებიც აკრძალულ პრეპარატს კარიერის განმავლობაში ერთხელ მაინც გამოიყენებენ. გარდა ამისა, რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა აღნიშნა, რომ გაუთავებელი დოპინგ-სკანდალების შემდეგ, მძლეოსნობა თავის პირვანდელ სახეს უბრუნდება.

"მიმაჩნია, რომ აკრძალული პრეპარატების გამოყენებისთვის სპორტსმენებმა სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდა მიიღონ, - ამბობს ბოლტი. - თუ თქვენ სხვებს ატყუებთ - უნდა წახვიდეთ სპორტიდან. ბევრი სკანდალის შემდეგ, დღეს ჩვენი სპორტი უბრუნდება ძველ სახეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ.

მე ყველას
დავანახე, რომ დოპინგის გარეშე მოგებაც შესაძლებელია. იმედია, ახალგაზრდა სპორტსმენები ამ მაგალითს აიღებენ".

შეგახსენებთ, რომ ლონდონში დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, უსაინ ბოლტმა კარიერა დაასრულა. მან 100 მეტრზე რბენაში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო პირველზე გავიდა ამერიკელი ჯასტინ გეტლინი, რომელიც თავისი კარიერის განმავლობაში ორჯერ იყო დოპინგის გამო დისკვალიფიცირებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები: