სხვა

მძლეოსნობა

უსაინ ბოლტი: მინდა გაზეთები ჩემზე წერდნენ, რომ შეუჩერებელი ვიყავი

AutoSharing Option
რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი უსაინ ბოლტი აცხადებს, რომ საკუთარი თავი ლეგენდად მიაჩნია და აპირებს კარიერა დაუმარცხელად დაასრულოს.

სულ მალე, იამაიკელი სპრინტერი ლონდონში მსოფლიოს ჩემპონატზე გამოვა და ეს იქნება მისი ბოლო ტურნირი კარიერაში.

"გამოვდივარ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რადგან 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული საკუთარ თავში, - აცხადებს ბოლტი AFP-სთან კომენტარში. - მზად ვარ კონკურენციისთვის და მოუთმენლად ველოდები ამ მომენტს. ჩემმა გამოსვლამ "ბრილიანტის ლიგაზე" აჩვენა, რომ სწორ გზაზე ვარ. უკვე ვხედავ, როგორ დაწერენ გაზეთები: "ბოლტი დაუმარცხებელი წავიდა, ის შეუჩერებელი იყო". ყოველ წელს ვპოულობ მოტივაციას. მინდა,
რომ სხვებმა უფრო სწრაფად ირბინონ და ამით გამაღიზიანონ. შემიძლია ვთქვა, რომ ლეგენდა ვარ. არ მყოფნის სიტყვები იმის ასახსნელად, რასაც ამ წლებში ვაკეთებდი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები: