როგორც უკვე ვწერდით, მისი მეტოქე ამერიკელი რიკი სიმონი იქნება.
დვალიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ შესანიშნავ განწყობაზეა და საბრძოლველად მზადაა.
გუშინ ის ატლანტიკ სიტიში ჩავიდა, სადაც მეტოქეს დაუპირისპირდება. ამჟამად ქართველი მებრძოლი წონის დაკლების პროცედურას გადის.