სხვა

კრივი

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე აშშ-ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

AutoSharing Option
ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი მოკრივე ავთანდილ ხურციძე პატიმრობაში რჩება. ამის შესახებ Sportall.ge-მ მისი მეგობრისგან, მერაბ დვალიშვილისგან შეიტყო.

გუშინ ნიუ-იორკში სასამართლო პროცესი შედგა, სადაც ხურციძის გირაოთი გათავისუფლების საკითხი განიხილეს.

"სამწუხაროდ, არ დააკმაყოფილეს გირაო. სასამართლომ თქვა, რომ შეიძლება მსჯავრდებულმა ქვეყანა დატოვოს და თან ვიზაზე ვადა აქვს გასულიო.

მთავარი სასამართლო 4 ივნისს იქნება და მანამდე ავთო პატიმრობაში რჩება. მან იცის, რომ ივნისში თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს და მისი გულშემატკივრებისთვის გზავნილი სწორედ ესაა", - აღნიშნა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში 2017 წლის ივლისში 15 ქართველი დააკავეს,
რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. მაყაშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხურციძეს კი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.



ასევე დაგაინტერესებთ