მაკგრეგორი: თუ ერთი შანსი მექნება, მეივეზერს აუცილებლად დავამარცხებ

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა აღნიშნა, რომ ამერიკელ მეტოქე ფლოიდ მეივეზერთან რევანში სურს. პირველ ბრძოლაში მეივეზერმა მაკგრეგორი მე-10 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

"მან ბრძოლის დროს სამჯერ შეცვალა ტაქტიკა. მესამეჯერ მან გამოიყენა მექსიკური სტილი. მეივეზერმა დააყენა ხელთათმანები, ჩაჯდა და უცებ შემომიტია. ეს იყო სიურპრიზი, რადგან მანამდე ეს არ გაუკეთებია. ამისთვის მზად არ ვიყავი და მან გაიმარჯვა. თუმცა, თუ კიდევ ერთი შანსი მექნება, მე აუცილებლად მოვიგებ", - ციტირებს ირლანდიელის სიტყვებს Sky Sports-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული