ახალქალაქელი მოკრივე 1-ელ სექტემბერს ტურნირის ნახევარფინალში 2012 და 2016 წლების ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსპრიზიორ, 26 წლის კუბელ ლასარო ალვარეს ესტრადას დაუპირისპირდა. მსაჯების გადაწყვეტილებით, გამარჯებულად კუბელი მოკრივე გამოცხადდა, ერანოსიანი კი ბრინჯაოს დასჯერდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ოთარ ერანოსიანმა ჰამბურგში ყაზახ ადილეტ კურმეტოვს სძლია, მერვედფინალში შივა ტაპა (ინდოეთი) არ გამოუცხადდა, მეოთხედფინალში კი უზბეკ ელნურ აბდურაიმოვს აჯობა.