მეივეზერისა და მაკგრეგორის ბრძოლა ციფრებში

AutoSharing Option
ცნობილი გახდა ამერიკელი მოკრივის ფლოიდ მეივეზერისა და ირლანდიელი მებრძოლის კონორ მაკგრეგორის ბრძოლის სტატისტიკური დეტალები, აგრეთვე მსაჯების ჩანაწერები და გამომუშავებული ჰონორარის ოდენობა.

სტატისტიკის თანახმად, რომელსაც კომპანია CompuBox აწარმოებდა, მეივეზერი უფრო ზუსტად ურტყამდა. მთელი ბრძოლის განმავლობაში, მან 320 დარტყმა შეასრულა და აქედან მიზანს 170-მა მიაღწია - 18 ჯები და 152 ძალისმიერი. ეს სიზუსტის 53 პროცენტს შეადგენს.

მაკგრეგორის ანგარიშზე 430 დარტყმა იყო, მათგან მხოლოდ 111 ზუსტი (27 ჯები და 84 ძალისმიერი). ირლანდიელის დარტყმების სიზუსტემ მხოლოდ 26 პროცენტი შეადგინა.

საინტერესოა, რომ მაკგრეგორი უფრო ხშირად
ურტყმდა მეივეზერს, ვიდრე ფილიპინელი მენი პაკიაო 2014 წლის 13 სექტემბერს ჩატარებულ ბრძოლაში - 111 81-ის წინააღმდეგ.

ორთაბრძოლის სამი მსაჯის ჩანაწერების მიხედვით, მაკგრეგორმა მხოლოდ პირველი რაუნდი მოიგო. ბრძოლის შეწყვეტის მომენტში, ანგარიში ასეთი იყო: 87-83, 89-82 და 84-81.

რაც შეეხება გამომუშავებულ თანხას, მეივეზერის ფიქსირებული ჰონორარი იყო - 100 მილიონი დოლარი, სულ კი ამერიკელმა 300 მილიონი მიიღო.

მაკგრეგორისთვის ანალოგიური მაჩვენებლებია - 30 და 100 მილიონი დოლარი.

შეგახსენებთ, რომ ლას ვეგასში გამართული საკრივო ორთაბრძოლა ფლოიდ მეივეზერმა მე-10 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.

* * *
ამასობაში, მაკგრეგორთან ჩხუბის შემდეგ, ფლოიდ მეივეზერის კარიერულმა შემოსავალმა ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა მეივეზერის პრომოუტერული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლეონარდ ელერბემ.

ასე რომ, ფლოიდი გახდა მესამე სპორტსმენი ისტორიაში, რომელმაც მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. უფრო ადრე იგივე შედეგს მიაღწიეს კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა და გოლფისტმა ტაიგერ ვუდსმა.

ფლოიდ მეივეზერმა კვირას, ლას ვეგასში გამართულ საკრივო ორთაბრძოლაში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა კონორ მაკგრეგორი და ამისთვის, დაახლოებით 300 მილიონი დოლარი მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული