მენი პაკიაო და ჯეფ ჰორნი ისევ ბრისბენში იჩხუბებენ

AutoSharing Option
გაირკვა, რომ ფილიპინელ მენი პაკიაოსა და ავსტრალიელ ჯეფ ჰორნს შორის მატჩ-რევანში ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში გაიმართება. თუმცა, ბრძოლის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

"კარგი ამბავი იმის შესახებ, რომ პაკიაო წელს რევანშს ბრისბენში, ჯეფ ჰორნის წინააღმდეგ გამართავს", - განაცხადა ბრისბენის მერმა გრემ კუირკმა.

შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს, პაკიაომ სწორედ ბრისბენში წააგო ქულებით ჰორთან და პირველ საშუალო წონაში WBO-ის ტიტული დაკარგა.
ვარაუდობენ, რომ მეორე ბრძოლა ნოემბერში Suncorp Stadium-ის არენაზე გაიმართება, რომელიც 52 ათას მაყურებელს იტევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული