პაკიაო ისევ ჰორნს შეხვდება

AutoSharing Option
ფილიპინელმა მოკრივემ მენი პაკიაომ, ავსტრალიელ ჯეფ ჰორნთან, მატჩ-რევანშის თაობაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია, - წერს Boxingscene. წყაროს ცნობით, მხარეებს მომავალ ბრძოლასთან დაკავშირებული დეტალების შეთანხმება რჩებათ.

აღნიშნავენ, რომ პრომოუტერი ბობ არუმი მხოლოდ დამოუკიდებელი მსაჯების დანიშვნას ითხოვს. იგეგმება, რომ მეორე ბრძოლა პაკიაოსა და ჰორნს შორის ავსტრალიაში ნოემბერში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კარიერაში ბოლო ბრძოლა პაკიაომ სწორედ ჰორნის წინააღმდეგ ჩაატარა. ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის შეხვედრა WBO-ის ვერსიით 66.68-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. ბრძოლა ჰორნმა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული