880 ათასი ფლოიდ მეივეზერის მოგებაზე

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილმა ბიზნესმენებმა, ძმებმა გევინ და ჯო მალუფებმა კონორ მაკგრეგორთან ჩხუბში ფლოიდ მეივეზერის მოგებაზე ტოტალიზატორში 880 ათასი დოლარი დადეს.

როგორც Boxingscene წერს, მეივეზერის გამარჯვების შემთხვევაში, მოგება 160 ათასი დოლარი იქნება. ამასთან, ბიზნესმენები ირწმუნებიან, რომ მოგებულ თანხას მთლიანად ქველმოქმედებაში დახარჯავენ.

"დავურეკე ჩემს ძმას და ვუთხარი, რომ თანხა უნდა დავდოთ ფლოიდზე, რადგან არ მჯერა მისი წაგების. კონორის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ის კარგია. მაგრამ მეივეზერი, უბრალოდ, უკეთესია", - ასე ახსნა თავისი არჩევანი გევინ მალუფმა.

ძმები მალუფები ფლობდნენ NBA-ის კლუბს "საკრამენტო კინგზს", რომელიც 2013 წელს ბიზნესმენ ვივეკ რანადივს 534 მილიონ დოლარად მიჰყიდეს. ეს გარიგება ლიგის ისტორიაში უმსხვილესი იყო.

* * *
ამასობაში, ფლოიდ მეივეზერი, შესაძლოა, NBA-ის ერთ-ერთი კლუბის თანამფლობელი გახდეს, - იტყობინება ESPN. თავად მოკრივის სიტყვებით, ამ მომენტისთვის მან არ იცის, რომელ გუნდზეა ლაპარაკი.

"ვფიქრობ, მომავალში შევეცდები NBA-ის გუნდის შეძენას, - თქვა მეივეზერმა. - არ ვიცი, რომელი ქალაქიდან იქნება ის. უბრალოდ, რაღაც მომენტში მომინდება საკუთარი გუნდი მყავდეს".

შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს ამერიკელი საკრივო ორთაბრძოლას გამართავს ირლანდიელი კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ. ბრძოლა ლას ვეგასში ჩატარდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული