სხვა

კრივი

ნიკოლოზ ღვინიაშვილმა ჩენ ვუს წარბი გაუხეთქა და WBC-ის ვერცხლის ქამარი მოიპოვა

AutoSharing Option
ჩინეთის ქალაქ ვუქსიში, რომელიც შანხაისთან ახლოს მდებარეობს, 69,9 კილოგრამ წონით კატეგორიაში პროფესიონალ მოკრივეთა 12-რაუნდიანი სატიტულო ბრძოლა გაიმართა WBC silver international-ის ქამრისთვის, ქართველ ნიკოლოზ ღვინიაშვილსა და მასპინძელ ჩენ ვუს შორის.

ღვინიაშვილი 27 წლისაა. პროფესიულ რინგზე ჩატარებული 31 ორთაბრძოლიდან 18 მოიგო (მათ შორის - 14 ნოკაუტით), 9 წააგო და 4 ფრედ დაასრულა. საქართველოს რეიტინგით, მის წონაში 13 ქულით მე-3 ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ვუქსიში გამართულ ორთაბრძოლას ესწრებოდნენ კრივის ლეგენდები - მაიკ ტაისონი და ევანდერ ჰოლიფილდი, რომლებმაც ორთაბრძოლის გახსნის საზეიმო ცერემონიალშიც მიიღეს მონაწილეობა და
ასპარეზობის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართეს.

ორთაბრძოლა ღვინიაშვილის უპირატესობით წარიმართა. მე-6 რაუნდში ნიკოლოზმა სუს მარჯვენა თვალის არეში ძლიერი დარტყმით წარბი გაუხეთქა. ჭრილობა ღრმა აღმოჩნდა და ჩინელს სისხლდენა ვერ შეუჩერეს. შესაბამისად, მე-9 რაუნდის დასაწყისში სუმ ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო და ჩემპიონის ტიტული და ქამარი ტექნიკური ნოკაუტით ქართველმა მოიგო.

WBC კატეგორიის ქამარი სამშობლოში ჯერ არც ერთ ქართველს არ ჩამოუტანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ