უინტერესო შოუ? მეივეზერისა და მაკგრეგორის ბრძოლაზე ბილეთების რეალიზაცია ჭირს

AutoSharing Option
ამერიკელი მოკრივის ფლოიდ მეივეზერისა და ირლანდიელი მებრძოლის კონორ მაკგრეგორის ისტორიულ ბრძოლაზე ბილეთები დიდი მოთხოვნით არ სარგებლობს.

ბილეთების რეალიზაცია 24 ივლისს დაიწყო, მაგრამ პირველი აგვისტოსთვისაც კი არაფერი მოასწავებს ანშლაგს.

MMA Mania-ს ინფორმაციით, ჯერაც თავისუფალ გაყიდვაშია ბილეთები კარგ ადგილებზე. ამერიკული გამოცემები აღნიშნავენ, რომ გულშემატკივრებისთვის უფრო საინტერესო აღმოჩნდა ბრძოლისწინა შოუ, ვიდრე თავად ბრძოლა. სხვადასხვა ქალაქში პრესკონფერენციებსა და პრომოუშენს დიდი აუდიტორია ჰყავდა.

შეძლებული პუბლიკა არ ისწრაფვის დიდი თანხის დახარჯვას ბრძოლაზე, რომელიც უფრო შოუს ჰგავს, ვიდრე სპორტს. შედარებისთვის, ფლოიდ მეივეზერისა და მენი პაკიაოს "საუკუნის ბრძოლაზე"
ბილეთების რეალიზაციის პრობლემა არ ყოფილა.

მეივეზერისა და მაკგრეგორის ბრძოლა 26 აგვისტოს ლას ვეგასში გაიმართება. ამ შეხვედრაზე ბილეთის საშუალო ფასი 15 ათასი დოლარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული