საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა ძალები დაზოგა და თურქეთს ისე მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 აპრილს საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის დედაქალაქში, კეიპ თაუნში მიმდინარე მესამე დივიზიონის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 6:2 დაამარცხა.

საქართველოს ყინულის ფედერაციის ცნობით, მწვრთნელის გადაწყვეტილებით, პირველი პერიოდის შემდგომ ნაკრები თამაშობდა ძალების მაქსიმალური დაზოგვით - როგორც მოგეხსენებათ, ნაკრებს ელის საკმაოდ დაძაბული შეხვედრა ბულგარეთის ნაკრებთან.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი დასახელდა.

მომავალ მატჩში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 17 აპრილს გაიმართება, ჩვენი დროით 18:15 საათზე.

საქართველო-თურქეთი 6:2
გოლები: 10:11
წ. ვასილჩენკო ალექსანდრე, 10:21 წ. ობოლგოგიანი ოლივერ, 14:37 წ. ჟუჟუნაშვილი ალექსანდრე, 16:14 წ. შვეცოვი ივან, 26:12 წ. ვასილჩენკო ალექსანდრე, 50:03 წ. ობოლგოგიანი ოლივერ.

საქართველოს ნაკრების კალენდარი:

  • ბულგარეთი - საქართველო. 17 აპრილი, 18:15 საათი
  • საქართველო - ჰონგ-კონგი. 19 აპრილი, 18:15
  • სამხრეთი აფრიკა - საქართველო. 20 აპრილი, 22:00
  • საქართველო - ტაიპეი. 22 აპრილი, 15:00

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: 

მეკარეები: 1. კახა ამბროლავა, 20. ანდრეი ილიენკო

მცველები: 23. მიხეილ დავითაშვილი, 8. ამირან გეფერიძე, 3. გიორგი ჯეირანაშვილი, 6. არტიომ კურბატოვი, 12 დავით მინასიანი, 18. რევაზ ცომაია

ფორვარდები: 7. ვიტალი დუმბაძე, 21. გრიგორი ფილიმონოვი, 4. ზაზა ღონღაძე, 5. პაატა კავკასიძე, 2. სემიონ ხარიზოვი, 19. არტიომ კოზიულინი, 16. ოლივერ ობოლგოგიანი, 22. დავით ოგანეზიანი, 9. გია ოგანეზიანი, 24. მიხაილ შალუნოვი, 17. ივან შვეცოვი, 25. დიმიტრი სმეტანინი, 13. ალექსანდრე ვასილჩენკო, 15. თემურ ვედიაპინი, 10. ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი

მთავარი მწვრთნელი: როლანდ სვანიძე 
მწვრთნელის ასისტენტი: გოჩა ჯეირანაშვილი
მკითხველის კომენტარები / 9 /
საქართველო 5-3 ბულგარეთი
მეორე თამაშიც მოიგეს, წარმატებები...
გულშემატკივარი
17 აპრილი 2018 21:47
0
იმის მაგივრად, რომ გვერდით დავუდგეთ ამ ბიჭებს და წარმატებები ვუსურვოთ ამ მართლაც გმირულ წამოწყებაში, ეს იქედნური ტონი რა არის არ მესმის, თუ ქება არ შეგიძლიათ, გაჩუმდით მაინც, ნეტა ვიყოთ რუსების დონეზე ჰოკეიში, თუმცა რუსეთი და მისი პოლიტიკა რა თქმა უნდა მიუღებელია ჩემთვის, მაგრამ თუ ასეთი შერწყმა არ მოხდა ნაკრებში, ვერასოდეს ვერაფერს ვერ მივაღწევთ სპორტის ამ სახეობაში. ამხელა კაცი ვარ და თვალებზე ცრემლი მომადგა, წვალობენ, რაღაცას ცდილობენ, რაღაც შედეგებს დებენ, და ამ დროს გამოხტება ვიღაც, მართლაც ვიღაც და ვითომ ღადაობს?! წარმატებები თქვენ ბიჭებო ამ საქმეში.
bmb
17 აპრილი 2018 19:46
0
ისე მეორე მხარისაც მესმის :) საქართველოს ნაკრებში ძირითდად ქართველები ჯობს იყვნენ, საფრანგეთისაში - ფრანგები, და ა.შ
ლია
24 აპრილი 2019 09:33
0
პროფესორების გასაგონად,ჰოკეისტის და შაიბის შესატყვის ქართულ სიტყვებს ხომ ვერ მეტყვით?მაგ: ფუტბალისტი-ფეხბურთელი, რეგბისტი-მორაგბე,ტენისისტი-ჩოგბურთელი,ბასკეტბალისტი-კალათბურთელი,ვალეიბოლისტი-ფრენბურთელი, ვატერპოლისტი-წყალბურთელი......ჰეეე,მითხარით ჰოკეისტი ქართულად..... ხოლო ქართველების გამარჯვება ნებისმიერ საქმეში თუგინდა შორს ფურთხება იყოს თქვენზე,,ვითომ პატრიოტებზე მეტად მიხარია სხვათაშორის......
tazo
17 აპრილი 2018 17:33
3
ბრავო ოლივერ!!!
mamuka
17 აპრილი 2018 14:59
1
ძაან მაგარი ამბავი. ბრავო ბიჭებს! ნაცისტების გასაგონად, როცა იწყებ ახალი სპორტის სახეობის განვითარებას იქ აუცილებელია მაღალი დონის მოთამაშეების ნატურალიზება, რათა რაიმე შედეგს მიაღწიო და არ შერცხვე მინიმუმ. მათ გვერდით კი ეთნიკურად ქართველებიც ისწავლიან, განვითარდებიან, გაიზრდებიან და ჩამოყალიბდებიან პროფესიონალებად. ასე რომ წარმატებები ჰოკეისტებს!
georgian
17 აპრილი 2018 13:18
2
უტევენ ქართველი ჰოკეისტები ფილიმონოვი,ხარიზოვი,კოზიულინი,ოლივერ ობოლგოგიანი,ოგანეზიანი,შალუნოვი,შვეცოვი,სმეტანინი,ვასილჩენკო,ვედიაპინი:)):)):)):)))) რაში ხარჟავთ ფულს?რაგბის გაუზარდეთ დაფინანსება,რაგბის!!!!!!
tazo
17 აპრილი 2018 11:13
17
აბაა ბიჭო... იმხელა დაფინანსება ჰქონია ქართულ ჰოკეის, რომ კენგურუ ვერ გადაახტება თურმე DDDDDDDD
კარგით რაა. რა წაიღეთ ამ რაგბით ტვინი. საქართველოში უამრავი ეროვნებით არაქართველი ცხოვრობს და მათი გვარები "ძე"-ზე და "შვილი"-ზე არ მთავრდება. რა ვქნათ, ავუკრძალოთ სპორტში მოღვაწეობა ?
korben dallas
17 აპრილი 2018 12:55
1
თაზოს ვენაცვალე შენთვის ქართველი მარტო ვაჟკაც ქართლოსის-ძე ქართველიშვილია? შენი მენტალიტი რომ ჰქონოდათ დღეს მსოფლიოს არ ეყოლებოდა არც დი სტეფანო, არ არის ესპანელი, არც ზიდანი, არ არის ფრანგი, არც ეუსებიო, არც იბრაგიმოვიჩი.....ასობით და ათასობით სასახელო ხალხი...და მერე გემოვნებას რა ვუყოთ, შენს ოჯახში ყველას უყვარს რაგბი? იქნებ ხოკეი მოგვწონს და არა ვართ ცოტა...
tazo-s
17 აპრილი 2018 12:23
1

სიახლეები პოპულარული