საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა ძალები დაზოგა და თურქეთს ისე მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
16 აპრილს საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის დედაქალაქში, კეიპ თაუნში მიმდინარე მესამე დივიზიონის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 6:2 დაამარცხა.

საქართველოს ყინულის ფედერაციის ცნობით, მწვრთნელის გადაწყვეტილებით, პირველი პერიოდის შემდგომ ნაკრები თამაშობდა ძალების მაქსიმალური დაზოგვით - როგორც მოგეხსენებათ, ნაკრებს ელის საკმაოდ დაძაბული შეხვედრა ბულგარეთის ნაკრებთან.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი დასახელდა.

მომავალ მატჩში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 17 აპრილს გაიმართება, ჩვენი დროით 18:15 საათზე.

საქართველო-თურქეთი 6:2
გოლები: 10:11
წ. ვასილჩენკო ალექსანდრე, 10:21 წ. ობოლგოგიანი ოლივერ, 14:37 წ. ჟუჟუნაშვილი ალექსანდრე, 16:14 წ. შვეცოვი ივან, 26:12 წ. ვასილჩენკო ალექსანდრე, 50:03 წ. ობოლგოგიანი ოლივერ.

საქართველოს ნაკრების კალენდარი:

  • ბულგარეთი - საქართველო. 17 აპრილი, 18:15 საათი
  • საქართველო - ჰონგ-კონგი. 19 აპრილი, 18:15
  • სამხრეთი აფრიკა - საქართველო. 20 აპრილი, 22:00
  • საქართველო - ტაიპეი. 22 აპრილი, 15:00

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: 

მეკარეები: 1. კახა ამბროლავა, 20. ანდრეი ილიენკო

მცველები: 23. მიხეილ დავითაშვილი, 8. ამირან გეფერიძე, 3. გიორგი ჯეირანაშვილი, 6. არტიომ კურბატოვი, 12 დავით მინასიანი, 18. რევაზ ცომაია

ფორვარდები: 7. ვიტალი დუმბაძე, 21. გრიგორი ფილიმონოვი, 4. ზაზა ღონღაძე, 5. პაატა კავკასიძე, 2. სემიონ ხარიზოვი, 19. არტიომ კოზიულინი, 16. ოლივერ ობოლგოგიანი, 22. დავით ოგანეზიანი, 9. გია ოგანეზიანი, 24. მიხაილ შალუნოვი, 17. ივან შვეცოვი, 25. დიმიტრი სმეტანინი, 13. ალექსანდრე ვასილჩენკო, 15. თემურ ვედიაპინი, 10. ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი

მთავარი მწვრთნელი: როლანდ სვანიძე 
მწვრთნელის ასისტენტი: გოჩა ჯეირანაშვილი
მკითხველის კომენტარები / 8 /
საქართველო 5-3 ბულგარეთი
მეორე თამაშიც მოიგეს, წარმატებები...
გულშემატკივარი
21:47 17-04-2018
0
იმის მაგივრად, რომ გვერდით დავუდგეთ ამ ბიჭებს და წარმატებები ვუსურვოთ ამ მართლაც გმირულ წამოწყებაში, ეს იქედნური ტონი რა არის არ მესმის, თუ ქება არ შეგიძლიათ, გაჩუმდით მაინც, ნეტა ვიყოთ რუსების დონეზე ჰოკეიში, თუმცა რუსეთი და მისი პოლიტიკა რა თქმა უნდა მიუღებელია ჩემთვის, მაგრამ თუ ასეთი შერწყმა არ მოხდა ნაკრებში, ვერასოდეს ვერაფერს ვერ მივაღწევთ სპორტის ამ სახეობაში. ამხელა კაცი ვარ და თვალებზე ცრემლი მომადგა, წვალობენ, რაღაცას ცდილობენ, რაღაც შედეგებს დებენ, და ამ დროს გამოხტება ვიღაც, მართლაც ვიღაც და ვითომ ღადაობს?! წარმატებები თქვენ ბიჭებო ამ საქმეში.
0
სიახლეები პოპულარული