NHL-ს შუა თითი უჩვენეს

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგა არ უშვებს თავის ჰოკეისტებს 2018 წლის ოლიმპიდაზე და, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებამ ფინანსურად უარყოფითად იმოქმედოს ლიგაზე.

საქმე ისაა, რომ ტელეკომპანია NBC არც ერთ თავის პლატფორმაზე არ გადასცემს NHL-ის მატჩების ტრანსლიაციას 7-26 თებერვლის პერიოდში. შედარებისთვის, 2017 წლის ამ პერიოდში NBC-მ ჩრდილოამერიკის ჰოკეის მთავარი ლიგის 20 მატჩი გადასცა პირდაპირ ეთერში, - წერს გაზეთი NY Post.

"ამერიკის შეერთებულ შტატებში NHL-ის მატჩებზე ტელეტრანსლიაციების მფლობელმა სიმბოლურად შუა თითი უჩვენა ლიგის კომისარს გერი ბეტმენს, რომელმაც არ გაუშვა მოთამაშეები NBC-ის მთავარ ტურნირზე", - განაცხადა მიმომხილველმა
ლარი ბრუქსმა.

შეგახსენებთ, რომ NHL-ის მოთამაშეები 1994 წლის შემდეგ, პირველად არ ითამაშებენ ზამთრის ოლიმპიადაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული