სხვა

ჰოკეი

ყოფილი რუსი ჰოკეისტი შვილმა მოკლა

AutoSharing Option
მოსკოვში საკუთარ ბინაში მოკლული იპოვნეს ცსკა-სა და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი მეკარე, 78 წლის ვიქტორ ტოლმაჩევი.

როგორც გაირკვა, მას კამათი მოუვიდა საკუთარ ქალიშვილთან, რომელმაც დანის გულმკერდის არეში ორჯერ ჩარტყმით სიცოცხლეს გამოასალმა.

ტოლმაჩევი სსრკ-ს ხუთგზის ჩემპიონი და სამგზის თასის მფლობელი გახლდათ.