იარომირ იაგრი NHL-ში ისევ ითამაშებს

AutoSharing Option
ლეგენდარული ჩეხი ფორვარდი, 45 წლის იარომირ იაგრი ჰოკეის ეროვნული ლიგის გუნდებს ჯერ ისევ აინტერესებთ. კერძოდ, ვეტერანს ერთწლიან და 3.7-მილიონიან კონტრაქტს სთავაზობს "კალგარი ფლეიმზი".

ამ კლუბს იაგრის აყვანის რჩევა კლუბის ყოფილმა მწვრთნელმა გლენ გულუცანმა მისცა. ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით, იაგრი 2012-13 წლების სეზონში "დალასში" თამაშობდა.

"რა თქმა უნდა, ის უკვე აღარ არის სწრაფი, მაგრამ ძველებურად კარგად აკონტროლებს შაიბას და ლიგაში ბევრ ახალგაზრდა ბიჭზე ძლიერია", - ამბობს გულუცანი NHL-ის ოფიციალურ გვერდზე.

შარშან, იაგრმა "ფლორიდას" რიგებში 82 მატჩი ჩაატარა და 46 ქულა (16+30) დააგროვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული