NHL-ში ლოკაუტს ელიან

AutoSharing Option
"პიტსბურგ პინგვინზის" ფორვარდმა ევგენი მალკინმა განაცხადა, რომ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ლოკაუტს ელოდება.

"რა თქმა უნდა, ლოკაუტი მოსალოდნელია, რატომაც არა. არსებობს უთანხმოება ჰოკეისტებსა და ლიგას შორის.

თუ NHL-ის მოთამაშეები არ წავლენ ოლიმპიადაზე, ეს იქნება დარტყმა ყველასთვის, მათ შორის, ლიგისთვის. ამით უკმაყოფილება მხოლოდ გაიზრდება, ხოლო, როცა ბევრი უკმაყოფილო მოთამაშე გროვდება, ლოკაუტი გარდაუვალია", - განაცხადა მალკინმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული