სხვა

ძალოსნობა

ნათია გადელია ევროპის ჩემპიონია!

AutoSharing Option
ბუქარესტში მიმდინარე U20 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით, ნათია გადელია (81 კგ) ასპარეზობს.

გადელიამ კონტინენტის პირველობის ატაცში 93 / 96 კგ დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონობა იზეიმა.

შეჯიბრება რამდენიმე წუთში აკვრაში დაიწყება.

წყარო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია