სხვა

ძალოსნობა

ანასტასია გოტფრიდის 3 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

AutoSharing Option
ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა ანასტასია გოტფრიდმა (+87კგ) 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა, 111/114/117 კგ. დასძლია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ანასტასიამ აკვრაში თავი 128/132/135 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, იგივე ხარისხის მედალს დაეუფლა ორჭიდში მოგროვილი 252 კილოგრამითაც.