სხვა

ძალოსნობა

რამინ შამილიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
სომხეთის დედაქალაქ ერევანში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს რამინ შამილიშვილმა (55 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თავდაპირველად რამინმა ატაცში თავი 109/111/113 კილოგრამს გაართვა და ატაცის დისციპლინაში ჩემპიონი გახდა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 132/136 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 249 კილოგრამით ვერცხლი მოიპოვა.

შეგახსენებთ, დღეს 20:10 საათიდან ფიცარნაგზე საქართველოს სახელით შოთა მიშველიძე (61 კგ.) და გოდერძი ბერდელიძე (61 კგ.) იასპარეზებენ. 

altძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მარიამ მაისურაძემ მე-8 ადგილი დაიკავა

altევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნების გამოსვლის განრიგი ცნობილია