სხვა

ძალოსნობა

2020 წლის პირველი მედლები ძალოსნებისგან! - შოთა მიშველიძის 3 ვერცხლი

AutoSharing Option
შოთა მიშველიძემ იტალიაში 3 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

რომში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასზე შოთა მიშველიძემ 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ატაცში. ძალოსანმა სამივე მისვლა - 123/128/131 წარმატებით გამოიყენა.

მიშველიძემ აკვრაში თავი 145/151/155 კილოგრამს გაართვა და აქაც ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ძალოსანმა ორჭიდის ჯამში დაგროვებული 286 კილოგრამითაც იგივე შედეგი დააფიქსირა.

რომის მსოფლიო თასზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდება.