სხვა

ძალოსნობა

გოდერძი ბერდელიძემ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
გოდერძი ბერდელიძემ ევროპის ჩემპიონატი ატაცში ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ქართველმა ძალოსანმა (56 კგ.) ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ატაცში 112 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აკვრაში და ორჭიდში ქართველი ძალოსანი საპრიზო ადგილის მიღმა დარჩა.

ბერდელიძემ აკვრაში 134 კილოგრამი დაძლია, რაც მედლის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და მეოთხე ადგილს დასჯერდა. ასევე მეოთხე ადგილზე გავიდა ორჭიდში, სადაც მისმა მონაგარმა 246 კგ. შეადგინა. ბერდელიძეს ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედლამდე მხოლოდ ერთი კილოგრამი დააკლდა.

56 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა ესპანელმა სპორტსმენმა იზეიმა, რომელმაც ატაცში 116, აკვრაში
138, ხოლო ორჭიდის ჯამში 254 კილოგრამი დააგროვა. მეორე ადგილზე იტალიელი გავიდა. მან ატაცში 115, აკვრაში 138, ხოლო ორჭიდის ჯამში 253 კგ. მოაგროვა. მესამე ადგილზე მასპინძელი გავიდა. რუმინელმა ატაცში 110, აკვრაში 137, ხოლო ორჭიდში 247 კგ. დაძლია.