სხვა

ძალოსნობა

ძალოსანი გოდერძი ბერდელიძე დღეს ევროპის ჩემპიონატზე გამოვა

AutoSharing Option
26 მარტს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე გაიმართება.

საქართველოს ნაკრებიდან რუმინულ ფიცარნაგზე პირველი ძალებს ახალგაზრდულ და 23-წლამდელებს შორის ევროპის ორგზის ბრინჯაოსპრიზიორი გოდერძი ბერდელიძე (56 კგ) მოსინჯავს. ქართველი ძალოსანი თბილისის დროით 21:36 საათზე გამოვა.

გულშემატკივრებს ჩემპიონატის პირდაპირი ეთერის ხილვა "ევროსპორტ 1"-ზე შეეძლებათ.

გაგაცნობთ საქართველოს ნაკრების გამოსვლის განრიგს.

  • გოდერძი ბერდელიძე - (56 კგ) - 26 მარტი. დრო - 21:36 საათი
  • რამინ შამილიშვილი - (62 კგ) - 27 მარტი. დრო
    - 21:36 საათი
  • შოთა მიშველიძე - ( 62 კგ) 27 მარტი. დრო - 21:36 საათი
  • გოგა ჩხეიძე - (69 კგ) 28 მარტი. დრო - 21:36 საათი
  • რევაზ დავითაძე - (85 კგ) 30 მარტი. დრო - 21:36
  • თათია ლორთქიფანიძე - (69 კგ) 30 მარტი. დრო - 13:30 საათი
  • ანასტასია (90 კგ) 31 მარტი. დრო - 17:06 საათი
  • დავით ხეცურიანი - (105 კგ) 1-ლი აპრილი. დრო - 12:06 საათი
  • ირაკლი თურმანიძე - (+ 105 კგ) 1-ლი აპრილი. დრო - 12:06 საათი
  • ლაშა ტალახაძე - (+105 კგ) 1-ლი აპრილი. დრო - 19:36 საათი