ლაშა ტალახაძე 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ჩატარებულ გამოკითხვაში ლაშა ტალახაძემ იმარჯვა და გასული წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარეს.

ოლიმპიურ (2016), მსოფლიო (2015, 2017) და ევროპის ჩემპიონს (2016, 2017) და არაერთგზის მსოფლიო რეკორდსმენს ხმა 9 804-მა გულშემატკივარმა მისცა, მეორე პოზიციაზე 8 491 ხმით ეგვიპტელი იჰაბ მაჰმუდი გავიდა, ხოლო მესამეზე ირანელი სოჰრაბ მორადი (3 142).

გამოკითხვა 1982 წლიდან ტარდება და ლაშა პირველი ქართველია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. ტალახაძე შარშან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ქალებს შორის საუკეთესოდ ესპანელი ლიდია ვალენტინი აღიარეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვულოცავ,მაგრამ ეჭვიც კი არ მეპარებოდა.
სოსო
22:37 06-02-2018
0
მალე მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენად გვეხილოს.
aleqsandre
00:26 06-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული