სხვა

ძალოსნობა

მიეცი ხმა ლაშა ტალახაძეს! - 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენი გამოკითხვა დაიწყო

AutoSharing Option
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საიტზე, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო, სადაც მონაწილეობას ლაშა ტალახაძეც იღებს.

იმისათვის, რომ ტალახაძეს ხმა მისცეთ, გაეცანით ქვემოთ მოყვანილ წესებს:

1) გახსენით მოცემული ლინკი - http://www.iwf.net/best-lifters-2017/

2) ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ შემოთავაზებულ ნომინანტთა შორის მონიშნეთ ლაშა ტალახაძე. ასევე აუცილებელია 1 ნებისმიერი ძალოსანი ქალის არჩევაც.

3. მითითებულ გრაფაში მიუთითეთ თქვენი სახელი, ქვეყანა და ელექტრონული ფოსტა.

4. შეიყვანეთ კოდის ველში მითითებული ციფრების კომბინაცია.

5. ხმის მიცემა შესაძლებელია 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
ასევე დაგაინტერესებთ