სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საქართველოს 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარა

AutoSharing Option
BeerTime-ში გაიმართა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წლის ღონისძიება, რომელზეც 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინეს და დააჯილდოვეს.

საუკეთესო სამეული ასე გამოიყურებოდა: I - ლაშა ტალახაძე, II - ზაზა ფაჩულია, III - გენო პეტრიაშვილი.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენად წყალბურთელი ანდრია ბითაძე დაასახელეს.

საუკეთესო მწვრთნელი, რა თქმა უნდა, ძალოსანთა ნაკრების დამრიგებელი გიორგი ასანიძეა.

ტოპ-გუნდების სამეული ასე დალაგდა: I - მორაგბეთა ნაკრები, II - კალათბურთელთა ნაკრები, III - წყალბურთელთა ნაკრები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული