საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელა

AutoSharing Option
2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ოლიმპიელ ლაშა ტალახაძეს მიენიჭა. დაჯილდოების ცერემონია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე გაიმართა.

როგორც ლაშა ტალახაძემ "ინტერპრესნიუსსთან" საუბრისას განაცხადა, ოლიმპიურმა კომიტეტმა დააფასა ის შრომა, რომელსაც ფედერაცია და თავად ეწეოდა. მისი თქმით, ეს არის სასიხარული მომენტი, რომელიც მას, როგორც სპორტსმენს დამატებით სტიმულს აძლევს მომავალი წარმატებებისთვის.

"ფედერაციისთვის და ჩემთვისაც საკმაოდ კარგი წელი იყო. ფედერაციაში წელს უამრავი მოგება დაფიქსირდა და უამრავი გამარჯვება მოიპოვა საქართველომ. დღეს ეს შრომა დაგვიფასა ოლიმპიურმა კომიტეტმა, რაც არის სასიხარულო მომენტი და ეს უფრო მეტ
სტიმულს მაძლევს მომავალი წარმატებებისთვის", - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე გარდა წლის საუკეთესო სპორტმენის დაჯილდოებისა, სესიის დელეგატებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მზადების და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების შესახებ.

კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის უფროსმა, უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სერგეი ბუბკამ ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს ოლიმპიური ორდენი გადასცა.

2017 წლის დეკემბერში აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ატაცში მან 220 კგ წონის შტანგა ასწია, აკვრაში კი 257 კილოგრამი დასძლია და საერთო ჯამში, 477 კგ დააგროვა, რითაც საკუთარი მსოფლიო რეკორდი სამი კილოგრამით გააუმჯობესა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ ლაშას ღირსეულ აღიარებას!
თუ ასე გააგრძელა იმედი მაქვს ის იქნება ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სპორცმენი ლევან თედიაშვილთან ერთად.
ქართლოსი
15:58 06-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული