ლაშა ტალახაძის ირანელი მეტოქე: ძალოსნობა ძალიან ბინძურია და ვერაფერს ვიტყვი

AutoSharing Option
6 დეკემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძის კონკურენტმა, ირანელმა ბეჰდად სალიმ კორდასიაბიმ სკანდალური განცხადება გააკეთა.

ბეჰდად სალიმიმ აკვრაში პირველ ჯერზე 241 კილოგრამი ასწია, მაგრამ მსაჯებმა არ ჩათვალეს და მხოლოდ მეორედ მისვლა ჩაუთვალეს, ხოლო მესამე მისვლაზე სალიმმა 252 კილოგრამი ასწია, მაგრამ მსაჯებმა კვლავ არ ჩაუთვალეს.

მსგავსი ფაქტი ირანელ სპორტსმენთან დაკავშირებით რიოს ოლიმპიურ თამაშებზეც მოხდა. 

ამასთან დაკავშირებით სალიმმა განაცხადა, რომ აღარ აპირებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მიღებას.

"ძალოსნობა ძალიან ბინძურია და ვერაფერს ვიტყვი. ეს მეორეჯერ მოხდა და უკვე აღარ ვიცი, რა ვთქვა.

ამ მომენტისთვის
ჩემი გადაწყვეტილება ასეთია - მოვხსნა ჩემი წონა ასპარეზობიდან. რა თქმა უნდა, თეირანში უნდა დავბრუნდე, დავფიქრდე და ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გავიარო, მაგრამ ამჟამინდელ სიტუაციაში ჩემი გადაწყვეტილებაა, აღარ ვიასპარეზო", - ციტირებს სალიმის სიტყვებს tarafdari.com.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ლაშას ვერ მოუგებდა ეს ცხადია მარა ამერიკელები, რომ აჩმახებენ ეს ხომ ცხადია.
კოტე
12:22 08-12-2017
0
კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო... დავითვალოთ: ორჭიდში წააგო 24 კილოთი (ლაშა - 477 კგ. ეს - 453 კგ). ატაცში შეჯიბრება უკვე დამთავრებული იყო და მხოლოდ მასში აგებდა 9 კილოთი (ლაშა - 220 კგ. ეს - 211 კგ). აკვრაში თუნდაც ორივე გაუქმებული აწევა რომ ჩაეთვალათ, მეორე ცდის შემდეგ დაემატებოდა 10 კგ, ჯამში გაუხდებოდა 252 კგ და დარჩებოდა ბოლო ცდა, რომელზეც უნდა აეწია ამაზე მინიმუმ 14.5 კგ-თი მეტი (ირანელი უფრო მძიმე იყო და ერთნაირი შედეგებისას ჩემპიონი მაინც ლაშა იქნებოდა), ანუ 266.5 კგ - მსოფლიო რეკორდზე საკმაოდ დიდი წონა, რაც ზღაპარია. თან ასეთ შემთხვევაში ლაშაც სხვა სტრატეგიას აირჩევდა და დიდი შანსია, ეს წონაც არ ჰყოფნოდა. გამოდის რომ, რომ არ "დაეჩაგრათ" მაქსიმუმ მეორე ადგილზე გადასულიყო თავისი თანამემამულის ნაცვლად :)
მერაბი
13:28 06-12-2017
0
სიახლეები პოპულარული