აქაც ლიდერი რუსეთია: ძალოსნობას ჯერჯერობით არაფერი ემუქრება

AutoSharing Option
დასრულდა 2008 და 2012 წლების ოლიმპიადების დოპინგ-სინჯების გადამოწმება და საბოლოო შედეგების მიხედვით, 75 სპორტსმენს ჩამოერთვა მედალი, - განაცხადა შესაბამისი კომისიის ხელმძღვანელმა დენის ოსვალდმა. მისი თქმით, მსგავს საქმეებზე 99 მოსმენა გაიმართა.

ოსვალდის ინფორმაციით, განმეორებით შეამოწმეს 2008 წლის ოლიმპიადის 1100 სინჯი და მათგან 106-მა (დაახლოებით 10 პროცენტი) დადებითი შედეგი აჩვენა. და ეს იმ დროს, როცა ამ 106 სინჯის თავდაპირველი შემოწმებისას, შედეგი უარყოფითი იყო.

"ამ საქმეებთან დაკავშირებით, 99 მოსმენა გავმართეთ, იყო მხოლოდ 9 აპელაცია და ეს კარგ მუშაობაზე მეტყველებს, - ამბობს ოსვალდი. -
მათგან სამი უარყოფილი იქნა და ექვსის განხილვა მიმდინარეობს. მაგრამ, დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლო მათაც უარყოფს".

ამ 99 შემთხვევის განაწილება ქვეყნების მიხედვით ამგვარია: 37 საქმე აღიძრა რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ, 16 - ბელარუსი, 12 - ყაზახეთი, 11 - უკრაინა, 6 - აზერბაიჯანი, 5 - თურქეთი.

ოთხი ან ნაკლები შემთხვევა იყო სომხეთის, მოლდოვას, ჩინეთის, კუბის, უზბეკეთის, ესპანეთის, საქართველოს, საბერძნეთის, იამაიკისა და ყატარის სპორტსმენთა შემთხვევაში.

დოპინგ-შემთხვევების ძირითადი ნაწილი მოდის ძალოსნობაზე - 49 და მძლეოსონბაზე - 46. კიდევ 8 შემთხვევა გამოვლინდა ჭიდაობაში და ერთი - კრივში.

* * *
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა განაცხადა, რომ ძალოსნობა დარჩება 2020 წლის ზაფხულის თამაშები პროგრამაში. ადრე დაიწერა, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ უნდა აჩვენოს თავისი მონდომება დოპინგთან ბრძოლის საქმეში.

"არა, ეს არ არის სწორი ინფორმაცია", - განაცხადა Insidethegames-თან კომენტარში ბახმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული